ActOn Academy არის საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც სწავლება ეფუძნება რეფლექსიასა და პროექტებზე მუშაობას. აქ მონაწილეები არ არიან მხოლოდ ინფორმაციის მიმღები პირები - ისინი აქტიურად არიან ჩართული მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღებაში. ActOn Academy მუშაობს სოციალური მისიით - ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გაძლიერებას, განსაკუთრებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ActOn Academy-ის მისიაა მოზარდებსა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ ისეთი სასწავლო სივრცე, რომელიც აერთიანებს შემოქმედებითობას, პრაქტიკულ საქმიანობასა და თვითგანვითარების შესაძლებლობას პიროვნული ზრდის, თვითგამოხატვისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაძლიერებით.
ჩვენი ხედვა და მიზანიც არის აქტიური ახალგაზრდა თაობის ჩამოყალილება, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობისა და ინოვაციის გზით ქმნის უკეთეს მომავალს.
ვეხმარებით ახალგაზრდებს ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები, აიღონ პასუხისმგებლობა და გაბედონ ახალი ნაბიჯების გადადგმა.
სწავლა ღირებულია მაშინ, როცა ცოდნა იწვევს რეალურ ცვლილებებს - იდეა გარდაიქმნება მოქმედებად, ხოლო მოქმედება იწვევს შედეგს.
ვქმნით სივრცეს, სადაც ადამიანები ერთმანეთს უსმენენ, აზრებს უზიარებენ და საერთო მიზნისთვის თანამშრომლობენ.
განსაკუთრებით იქ, სადაც შესაძლებლობები შეზღუდულია.
ტექნოლოგია, შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემების გადაჭრა და კომუნიკაცია.
სკოლისა და უნივერსიტეტის მიღმა განვითარებისთვის უსაფრთხო და შემოქმედებითი სივრცეები.
თანატოლებისა და ზრდასრულებისგან მიღებული მხარდაჭერა.
ინიციატივების განხორციელება, გადაწყვეტილებების მიღება და სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური ჩართულობა.
გუნდური მუშაობა და ურთიერთმხარდაჭერა საერთო მიზნების მისაღწევად.
თავდაჯერებულობა, მოტივაცია და თვითგამოხატვის ხელშეწყობა.
რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის STEM-ისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალფეროვანი შესაძლებლობის შეთავაზება.
რობოტიკა, მეწარმეობა, ჰუმანიტარული მიმართულებები და პიროვნული განვითარება.
სეზონური ინტენსიური პროგრამები ახალგაზრდებისთვის.
გუნდური მუშაობა, ლაშქრობები და სასწავლო ვიზიტები.
ინოვაციური კონკურსები და ღონისძიებები.
რეგიონული პროგრამები - ჩართულობა, ხელმისაწვდომობა, მხარდაჭერა.
ახალგაზრდების ლიდერობა, სწავლების უნარების განვითარება და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობა.
ActOn Academy მუშაობს საგანმანათლებლო სოციალური საწარმოს კონცეფციით, რომლის მიხედვითაც თითოეული სასწავლო გამოცდილება ქმნის ახალ შესაძლებლობას იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც განათლებისა და განვითარების გზაზე ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
თითოეული კურსი, ბანაკი ან პროგრამა ქმნის რესურსს სხვა ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებისთვის.
პროგრამებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ხმარდება სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს.
გამორჩეულ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ როგორც თანატოლ-მენტორები და ლიდერები.
რაც უფრო მეტ პროგრამას ვახორციელებთ, მით მეტი რესურსი ბრუნდება საზოგადოებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
სწავლა ეფუძნება რეალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, სადაც ემპათია, თანამშრომლობა და ტექნოლოგია ერთიანდება პრაქტიკულ მოქმედებაში.