ჩვენი პროგრამები

ჩვენი ყველა პროგრამა მიმართულია გუნდურობის, პასუხისმგებლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე - უნარებზე, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას რეალურ ცხოვრებაში მოქმედებისთვის. სწორედ ამიტომ, ActOn Academy-ის პროგრამები მოიცავს მენტორობის, სტიპენდიებისა და მოხალისეობის შესაძლებლობებს.

რობოტიკა და ტექნოლოგიები

რეგისტრაცია ღიაა
თბილისი ქუთაისი

მონაწილეები Arduino-ს გამოყენებით აპროგრამებენ რეალურ მოწყობილობებს, ეცნობიან ელექტრონიკისა და სენსორების საფუძვლებს. სწავლების პროცესში ისინი ავითარებენ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნის უნარებს.

ასაკი: 14–18 წელი

ხანგრძლივობა: 8 კვირა (კვირაში 2დღე)

რას ისწავლიან მონაწილეები:მონაწილეები კურსის ფარგლებში შეისწავლიან Arduino-ს პროგრამირებას, ელექტრონიკის საბაზისო პრინციპებს, სენსორებთან მუშაობას, დაეუფლებიან, ასევე. ჭკვიანი მოწყობილობების აწყობისა და გუნდური პროექტების პრეზენტაციის უნარებს.

დამატებითი გამოცდილება:მენტორის მხარდაჭერა პროტოტიპის შემუშავებაში, ჯგუფური მუშაობა, სასწავლო სესიები პროექტის დაგეგმარებასა და გუნდური მუშაობის საფუძვლებში. კურსის ბოლოს დაგეგმილია ნამუშევრების გამოფენა, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს მოწვეული სტუმრების წინაშე, ასევე საპრიზო ფონდი საუკეთესო ნაშრომის ავტორებისთვის და მენტორობის შესაძლებლობა.

მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება

რეგისტრაცია მალე გაიხსნება

კურსის მონაწილეები გაეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლებს, სწავლობენ ბიუჯეტის დაგეგმვასა და მცირე ბიზნეს-პროექტების შექმნას, გუნდური მუშაობითა და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სწავლებით შეძლებენ თავიანთი იდეების განვითარებას.

კურსის მიზანია ახალგაზრდებმა შეისწავლონ, როგორ იქმნება პროდუქტი, დაეუფლონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების ძირითად პრინციპებს და ისწავლონ, როგორ შეიძლება იდეის ეტაპობრივად განვითარება და გარდაქმნა პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივად. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეები რეალურ პირობებში შეამოწმონ.

სამოქალაქო წიგნიერება

რეგისტრაცია მალე გაიხსნება

ლიტერატურასა და ისტორიულ საკითხებზე დაფუძნებული სასწავლო შეხვედრები, რომლებიც ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტირების უნარსა და სოციალური კონტექსტის გააზრებას.

მონაწილეები გაეცნობიან ლიტერატურულ ტექსტებს, საქართველოსა და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად გააკეთონ კრიტიკული ანალიზი.

21-ე საუკუნის უნარები და ლიდერობა

რეგისტრაცია მალე გაიხსნება

კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, თვითგამოხატვა და ემოციური ინტელექტი - ეს არის უნარები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი პროფესიისა და კარიერული განვითარებისთვის.

კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს პრეზენტაციის უნარების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდურობისა და ლიდერული უნარების გასაუმჯობესებლად.

სეზონური ბანაკები

რეგისტრაცია მალე გაიხსნება

სეზონური ინტენსიური სასწავლო პროგრამები, რომლებიც მოიცავს გარე აქტივობებს, გუნდურ სავარჯიშოებსა და რეფლექსიას.

ბანაკებში ახალგაზრდები სწავლობენ პასუხისმგებლობას, გუნდურობასა და თვითშემეცნებას სავარჯიშოების, ჯგუფური თამაშებისა და რეფლექსიის სესიების მეშვეობით.

რეგიონული ახალგაზრდული კლუბები

რეგისტრაცია მალე გაიხსნება

გრძელვადიანი, თემატური სასწავლო სივრცეები, სადაც ახალგაზრდები ერთად სწავლობენ, თანამშრომლობენ და ახორციელებენ ადგილობრივ ინიციატივებს.

კლუბის საქმიანობაში ჩართულობა აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი ქალაქისა თუ სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტები, მიიღონ მხარდაჭერა მენტორებისა და თანატოლებისგან, რაც მათ ActOn Academy-ის ეკოსისტემის ნაწილად აქცევს.

მენტორობის პროგრამა

რეგისტრაცია მხოლოდ მოწვევით

ActOn Academy-ის წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი სასწავლო მიმართულება მენტორობის მსურველთათვის - „ისწავლე და გაუზიარე“.

მონაწილეები სწავლობენ ფასილიტაციის, ჯგუფთან მუშაობისა და მენტორობის პრაქტიკულ უნარებს, ასევე, ეხმარებიან ახალ მონაწილეებს, როგორც თანატოლ-ლიდერები.